Geo Eng
Friday, 1 December 2023
 

       პარტნიორები

       

  

 

 

 

 

 

 

 

 

 

                  

მთავარი

აპლიკანტები

 
სტუდენტის სტატუსის მოპოვება და პირადი საქმის დაკომპლექტება
 
1. დაწესებულებაში შეიძლება ჩაირიცხოს პირი, რომელსაც დაძლეული აქვს ზოგადი განათლების საბაზო
საფეხური.
2.  პროფესიული განათლების თითოეული საფეხურის გავლის საფუძველია წინა საფეხურის
3.  საგანმანათლებლო პროგრამის ათვისება ან წინა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარება.
               კოლეჯში ჩარიცხვის პირობები
 
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
წინამდებარე წესი ადგენს კოლეჯ „გეორგია“-ში პროფესიული სტუდენტის ჩარიცხვის პირობებს, აგრეთვე პროფესიული სტუდენტის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხას.
მუხლი 2. კოლეჯში ჩარიცხვის უფლება
1. საზოგადოებრივ კოლეჯ „გეორგია“-ში შეიძლება ჩაირიცხოს პირი, რომელსაც დაძლეული აქვს ზოგადი განათლების საბაზო საფეხური.
2. პროფესიული განათლების თითოეული საფეხურის გავლის საფუძველია წინა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის ათვისება ან წინა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარება.
მუხლი 3. ჩარიცხვის პირობები
1. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება ცხადდება კოლეჯის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც ადგენს ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული დოკუმენტების მიღების ვადას და ქვეყნდება საჯაროდ ( ვებგვერდის მეშვეობით) ამ ვადის დაწყებამდე მინიმუმ ორი კვირით ადრე.
2.  პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა ხდება დოკუმენტების განხილვისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სპეციფიკის მიხედვით მასზე დაშვების წინაპირობებთან პირის შესაბამისობის განსაზღვრის საფუძველზე, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით.
3. კოლეჯი განსაზღვრავს პროფესიული განათლების პირველ საფეხურზე ჩარიცხვისას ცალკეულ საგანში ან საგნებში მიღებული შეფასების უპირატესობას, ხოლო მეორე და შემდგომ საფეხურებზე ჩარიცხვისას ითვალისწინებს წინა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის ცალკეულ კომპონენტებში მიღებულ შეფასებებს. ცალკეულ პროგრამაზე დაშვებისას შესაძლებელია, უპირატესობა მიენიჭოს პრაქტიკულ კომპონენტს ან გამოცდილებას.
4. კოლეჯის დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს პირის დაწესებულებაში ჩარიცხვის შესახებ.
5.   ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების შესახებ მონაცემები კოლეჯს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აქტის გამოცემიდან 7 დღის ვადაში შეაქვს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში.
6.  სტუდენტის ჩარიცხვის პროცედურა უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობისა და გამჭვირვალობის პრინციპებს.
     პროფესიული პროგრამების სწავლების საფეხურებზე საქართველოს მოქალაქეთათვის სტუდენტის სტატუსის მოპოვების საფუძველია ეს დებულება.
     კოლეჯი აცხადებს თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამაზე აბიტურიენტის გასაუბრების შედეგად მინიჭებულ ქულას, რაც არის აბიტურიენტის ჩარიცხვის საფუძველი.
     კოლეჯში მიღების ზოგადი წესია გასაუბრებით მინიჭებული ქულების მიხედვით აბიტურიენტთა მიღება.
     სხვადასხვა ასპექტში. მოწმდება: 1. მასალის ფაქტობრივი ცოდნა; 2. ლოგიკური აზროვნების უნარი; 3. საერთო ინტელექტუალური დონე; 4. შემოქმედებითი აზროვნების უნარი; 5. მეტყველების კულტურა.
     თითოეულ პუნქტში შეფასება 10 ქულიანია, მაქსიმალური ქულა 50. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 25 ქულა.
     პროფესიული განათლების პირველ საფეხურზე ჩარიცხვისას კოლეჯი განსაზღვრავს ცალკეულ
საგანში ან საგნებში მიღებული შეფასების უპირატესობას, ხოლო მეორე და შემდგომ საფეხურებზე ჩარიცხვისას ითვალისწინებს წინა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის ცალკეულ კომპონენტებში მიღებულ შეფასებებს. ცალკეულ პროგრამაზე დაშვებისას შესაძლებელია, უპირატესობა მიენიჭოს
პრაქტიკულ კომპონენტს ან გამოცდილებას.
     უცხო ქვეყნის მოქალაქეები მიიღებიან ყოველგვარი გამოცდის და გასაუბრების
გარეშე, საქართველოს კანონმდებლობისა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს მიერ განსაზღვრული წესით.
     სტუდენტის სტატუსი მოიპოვება კოლეჯში პირის ჩარიცხვით, რაც ფორმდება  სამართლებრივი აქტით  დირექტორის ბრძანებით;
     სტუდენტის ჩარიცხვის აუცილებელი პირობაა, გასაუბრების საფუძველზე ჩარიცხულმა სტუდენტმა ხელშეკრულების გასაფორმებლად კოლეჯის ადმინისტრაციაში უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) პირადი (არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში - წარმომადგენლის) განცხადება, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) საბაზო საფეხურის ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან განათლების დამადასტურებელი იმ დოკუმენტის ასლი, რომლის მიღებაც შეუძლებელი იქნებოდა ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის გარეშე;
დ) მომდევნო საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში - წინა საფეხურის პროფესიული დიპლომი ან მასთან გათანაბრებული სხვა დოკუმენტი, არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების სერტიფიკატი ან ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგადი უნარების გამოცდის სერტიფიკატი აღნიშნული დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე კომპლექტდება სტუდენტის პირადი საქმე, რომელიც გარდა ზემოთ აღნიშნულისა უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:  
---კოლეჯსა და სტუდენტს შორის გაფორმებული სასწავლო ხელშეკრულებას;
---ჩარიცხვის ბრძანების ამონაწერს;
---გასაუბრების ოქმს;
---სტუდენტის პირად ბარათს.

     კოლეჯი ავტორიზაციის შედეგად განსაზღვრულ სტუდენტთა რაოდენობის ფარგლებში განსაზღვრავს ადგილებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთათვის.

   კოლეჯში წარმოსადგენი  საბუთები:

1. განცხადება (ადგილზე);

2. განათლების მოწმობა (დოკუმენტის დასახელება, დედანი და ასლი);

3. პირადობის მოწმობის ასლი მისამართის მითითებით (პირადობის მოწმობის არსებობის შემთხვევაში);

4. დაბადების მოწმობის ასლი;

5. ოთხი ფოტოსურათი  3Х4. 


 


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

 კოლეჯი facebook-ში

      

 

   განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

      

     საქართველოს საკანონმდებლო მაცნე

   

  

   

 

 

 

   

ძიება
საძიები ფრაზა:


ვებ-გვერდი
სიახლენი
წიგნები

© 2010-2011, College Georgia