1.1. შ.პ.ს.1.1. შ.პ.ს. საზოგადოებრივი კოლეჯი «გეორგია” როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირი ჩამოყალიბდა შ.პ.ს უნივერსიტეტ “გეორგია”-ს (კერძო სამართლის იურიდიული პირი, რეგისტრირებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ (23 მაისი 2005 წელი, რეგისტრაციის № 5/4-342). უნივერსიტეტი “გეორგია” დაარსდა 1991 წელს (ლიცენზია 01-17-08/381 24.09.91)და სტრუქტურულად შედიოდა შ.პ.ს. “ქსენონი”-ს შემადგენლობაში) რეორგანიზაციის შედეგად;
1.2. კოლეჯის იურიდიული მისამართია: თბილისი, ფალიაშვილის 44/5.
კოლეჯი ფუნქციონირებს: თბილისი, 0172, თორნიკე ერისთავის 2
1.3. კოლეჯი წესდების შემუშავებისას ხელმძღვანელობდა საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის “პროფესიული განათლების შესახებ”, საქართველოს კანონის “მეწარმერთა შესახებ”, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტებისა და საკუთარი წესდების საფუძველზე.
1.4. კოლეჯის მიერ შემუშავებულია სასწავლო და მეთოდური დოკუმენტაცია (საგანმანათლებლო პროგრამები, სასწავლო გეგმები და სხვა);
1.5. კოლეჯის პედაგოგიური პერსონალი სარგებლობს განათლების სახელმწიფო ორგანოების მიერ მინიჭებული პროფესიული კვალიფიკაციით, პროფესიით მუშაობის პრაქტიკული გამოცდილებით;
1.7. კოლეჯში სტუდენტის სტატუსის მოპოვება ხდება დადგენილი წესის მიხედვით, დირექტორის ბრძანებით (აქტით). რის შემდეგ სტუდენტთან გაფორმდება სათანადო ხელშეკრულება;
1.8. კოლეჯის წესდებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხდება დირექტორის ინიციატივით და ამტკიცებს სასწავლო-მეთოდური საბჭო;
1.9. კოლეჯის გადაწყვეტილებები და ქმედებანი შეიძლება გაპროტესტდეს სასამართლოს ან არბიტრაჟის მეშვეობით;
1.10. კოლეჯი არ კისრულობს პასუხისმგებლობას სახელმწიფო ვალდებულებებზე. სახელმწიფო არ კისრულობს პასუხისმგებლობას კოლეჯის ვალდებულებებზე;
1.11. წინამდებარე დებულება არეგულირებს თავის საქმიანობას, მის ურთიერთობას თანამშრომლებთან და სტუდენტებთან. განსაზღვრავს მათ უფლებებს და მოვალეობებს, კოლეჯის ფუნქციონირების საკითხებს;
კოლეჯის თანამშრომელთა და სტუდენტთა, თუ სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირთა მიერ კოლეჯის წესდების მითხოვნათა დარღვევის შემთხვევაში კოლეჯის ხელმძღვანელობა და მართვის ორგანოები იტოვებს უფლებას გაატაროს სათანადო ზომები მათ აღმოსაფხვრელად, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში აღძრას სარჩელი სასამართლოსა და არბიტრაჟის ორგანოებში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
II. კოლეჯის მისია
საზოგადოებრივი კოლეჯი «გეორგია” არის კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას ქვეყნის საგანმანათლებლო სივრცეში უზრუნველყოს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი განვითარების შესაბამისი საგანმანათლებო სტანდარტების განხორციელება. კოლეჯის მისიაა ბაზარზე ორიენტირებული და საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისი კადრებით უზრუნველყოფა და ახალი ცოდნის დანერგვა შესაბამის დარგებში.
საზოგადოებრივი კოლეჯი შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ადამიანური რესურსების მოზიდვით უზრუნველყოფს საგანმანათლებლო საქმიანობის წარმართვას. სტუდენტებს სთავაზობს საგანმანათლებლო პროგრამებისა და კურსების ფართო არჩევანს, რომელიც უზრუნველყოფს წარმატებულ და ეფექტიან განათლებას, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთაც.
კოლეჯს გააჩნია პროფესიული სწავლების 16 წლიანი გამოცდილება და ორიენტირებულია ინჟინერიის, არქიტექტურის, ბიზნესის ადმინისტრირების, გამოყენებითი ხელოვნების მიმართულებების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაზე. ხელს უწყობს სხვადასხვა სოციალური ფენის, მათ შორის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების სწავლების შესაძლებლობებს, პიროვნული უნარ-ჩვევების განვითარებას. აგრეთვე მთელი სიცოცხლის მანძილზე ფორმალური და არაფორმალური განათლების სისტემის ჩამოყალიბებას.
კოლეჯი მუდმივად ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის გაუმჯობესებას სტრატეგიული გეგმის, ხარისხის მართვის, პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების, ეფექტური და გამჭვირვალე მართვის სტრუქტურის მეშვეობით.
კოლეჯი თავისი მატერიალური რესურსების გამოყენებით ქმნის კომფორტულ და სასიამოვნო სასწავლო გარემოს. სასწავლო-სამეწარმეო პარტნიორობის მიზნით მჭიდრო და საქმიან ურთიერთობებს ამყარებს პოტენციურ დამსაქმებლებთან. ხელს უწყობს ინდივიდის დასაქმების, საკუთარის ბიზნესის წამოწყებისა თუ თვითდასაქმების შესაძლებლობებს.
კოლეჯი აგრეთვე ორიენტირებულია იმ საზოგადოებრივი მისიის შესრულებაზე, რომელიც განპირობებულია ქართული საზოგადოების ეროვნული და ინტეგრაციული ინტერესებით. ეს გამოიხატება საერთაშორისო და ეროვნული გამოცდილების შერწყმის გზით მაღალკვალიფიციურ საგანმანათლებლო მომსახურებაში.
კოლეჯის მისია განსაზღვრავს მიზანთა ერთობლიობას, რომელიც განაპირობებს ვალდებულებებს მისიასთან მიმართებაში. ამდენად, კოლეჯს გააჩნია ჩამოყალიბებული მიზნები, ამოცანები, ნათლად დასახული საქმიანობის პრიორიტეტები და მათი განხორციელების ეფექტური სტრატეგიული გეგმა.
III. კოლეჯის უფლებები და პასუხისმგებლობა
3.1. -კოლეჯის ავტონომიურობა უზრუნველყოფილია შემდეგით: კოლეჯს უფლება აქვს დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებანი თავისი კომპეტენციის ფარგლებში, თუ ისინი არ ეწინააღმდეგება საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას და შეესაბამება წინამდებარე დებულებას. კოლეჯის დამოუკიდებლობა ვრცელდება სასწავლო მეთოდურ საქმიანობაზე;
-- კოლეჯს მისი სრულყოფის მიზნით შეუძლია ცვლილებები შეიტანოს თავის სტრუქტურაში, განსაზღვროს სტრუქტურული ერთეულების სტატუსი, დააარსოს და გააუქმოს საგანმანათლებლო პროგრამები, განყოფილებები და სხვა ქვედანაყოფები, შეიმუშაოს დებულება, დაამტკიცოს დაწესებულების შინაგანაწესი, დისციპლინალური პასუხისმგებლური წესები. დაამტკიცობს პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესი. აირჩიოს დაწესებულების მართვის ორგანოები და თანამდებობების პირები. საქ. კანონმდებლობით განკარგოს თავისი ფინანსები და ქონება. განსაზღვროს სწავლების ფორმები, სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებთან დადებული ხელშეკრულების შესაბამისად და თავისი ინტერესების გათვალისწინებით, დაგეგმოს სწავლის ფასი, შეადგინოს და დასტამბოს სახელმძღვანელოებები, თანასახელმძღვანელოები და მეთოდური რეკომენდაციები. განსაზღვროს შტატების ხელფასები, სამუშაოს მოცულობის გათვალისწინებით;
--კოლეჯის თანამშრომლებსა და სტუდენტებს გაუწიოს მორალური და მატერიალური სტიმულირება. საჭიროების შემთხვევაში დაეხმაროს სტუდენტებს (დედით და მამით ობლებს, მრავალშვილიან ოჯახის წევრებს და სხვა) სწავლის ქირის გადახდის შემცირებით ან საერთოდ გაუქმებით;
-კოლეჯის პროფესორ-მასწავლებელთა ადმინისტრაციულ-სამეურნეო პერსონალისა და სტუდენტთა უფლებები დაცულია კონსტიტუციითა და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დეკლარაციებითა და აქტებით;
-სახელშეკრულებო ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში ისინი პასუხს აგებენ წინამდებარე წესდებით და მოქმედი კანონმდებლობით.
IV. კოლეჯის ქონება, დაფინანსება, ფონდები და მოგება
4.1. კოლეჯის შენობა-ნაგებობები, იჯარით აღებული სასწავლო თუ სამეურნეო დანიშნულების კორპუსები, მოწყობილობები, ინვენტარი, აგრეთვე ფულადი სახსრები შეადგენენ კოლეჯის დამფუძნებელთა ქონებას და არის მის სრულ საკუთრებაში;
4.2. კოლეჯის საქმიანობა დაფუძნებულია, ძირითადად, თვითდაფინანსებაზე და სრულ სამეურნეო ანგარიშზე;
4.3. კოლეჯის დაფინანსება წარმოებს კოლეჯის დირექტორის მიერ წარდგენილი ხარჯთაღრიცხვის საფუძველზე, რომელიც თანხმდება კოლეჯის დამფუძნებელთა საბჭოსთან;
4.4. კოლეჯის ფინანსირების წყაროებია:
-სტუდენტთა ყველა ფორმით სწავლების გადასახადები, რომლის რაოდენობას (ფულის ინფალაციის გათვალისწინებით) აწესებს კოლეჯის დირექტორი პარტნიორთა საბჭოსთან შეთანხმებით. სტუდენტთა სწავლების გადასახადი შედის კოლეჯის საბანკო ანგარიშზე;
-საწარმოო დაწესებულებების, ორგანიზაციების, კოოპერატივების სავალდებულო და ნებაყოფლობითი შესატანები, ცალკეული პირების შემოწირულობები;
-კოლეჯის, სახელმწიფოსათვის პრიორიტეტულ ერთეულებზე, აბიტურიენტთა მიღების, წახალისების მიზნით გამოყოფილი სპეციალური სახელმწიფო-საბიუჯეტო პროგრამები;
-დარგობრივი სამინისტორების მიერ გამოყოფილი პროგრამული დაფინანსება;
-საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა, მათ შორის ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები;
-საგამომცემლო საქმიანობის, სახელმძღვანელოების, დამხმარე სახელმძღვანელოების და მეთოდური ლიტერატურის რეალიზაციით მიღებული თანხები;
4.5. კოლეჯში იქმნება შემდეგი ფონდები:
-საწარმოო და სოციალური;
-შრომის ანაზღაურების;
4.6. კოლეჯის დამფუძნებლებს უფლება აქვთ სრულად ან ნაწილობრივ გადასცენ მათ მიერ კოლეჯის საწესდებო ფონდში ფაქტიურად შეტანილი წილი კოლეჯის სხვა დამფუძნებლებს ან მესამე პირებს, კოლეჯის ყველა დამფუძნებალთან შეთანხმებით;
4.7. კოლეჯის დამფუძნებელთა საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება შეიქმნას სპეციალური ფონდები, დამფუძნებლების საკუთარი ან მოზიდული საშუალებების ხარჯზე.
1. პარტნიორთა კრება ნიშნავს და ათავისუფლებს კოლეჯის
დირექტორს;
2. პარტნიორთა კრების დანარჩენი უფლებამოსილებები რეგულირდება კანონის „მეწარმეთა შესახებ“ და შ.პ.ს საზოგადოებრივ კოლეჯ «გეორგია”-ს წესდებით.
3..კოლეჯის დირექტორის განთავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან ხდება პარტნიორთა კრების მიერ მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე;
დირექტორი
1. დირექტორი არის კოლეჯის მმართველი ფინანსურ, მატერიალურ, ადმინისტრაციულ და ადამიანური რესურსების სფეროში;
2. დირექტორს ამტკიცებს პარტნიორთა კრება;
3. დირექტორი ადგენს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს;
4. დირექტორი შეიმუშავებს კოლეჯის საშტატო განრიგს, პერსონალის შრომის ანაზღაურების წესსა და პირობებს;
5. ყოველწლიურად ამზადებს კოლეჯის ბიუჯეტის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს დამფუძნებელთა (პარტნიორთა) საბჭოს;
6. დირექტორი სასწავლო-მეთოდურ საბჭოს რეკომენდაციებისათვის წარუდგენს სასწავლო დაწესებულების სხვადასხვა პროექტებთან დაკავშირებულ საკითხებს;
7. დირექტორი პასუხისმგებელია კოლეჯის ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე, ზრუნავს კოლეჯის ფინანსური მდგრადობის შენარჩუნებისათვის;
8. დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველია პარტნიორთა კრების მოტივირებული გადაწყვეტილება.
9. საზოგადოებრივ კოლეჯ «გეორგია”-ს უმაღლესი თანამდებობის პირია დირექტორი;
10. დირექტორი წარმოადგენს კოლეჯს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ;
11. დირექტორი უფლებამოსილია, კოლეჯის სახელით დადოს გარიგებები და შეთანხმებები. საგანმანათლებლო საკითხებზე დადებული გარიგებები და შეთანხმებები
12. დირექტორი მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის, შპს საზოგადოებრივ კოლეჯ «გეორგია”-ს წესდების, პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებებისა და ამ დებულების მიხედვით;
13. დირექტორი, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, გამოსცემს ადმინსიტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
14. დირექტორი, სასწავლო-მეთოდურ საბჭოსთან, განყოფილების გამგეებთან და მიმართულების ხელმძღვანელებთან ერთად განსაზღვრავს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს,
შეიმუშავებს კოლეჯის განვითარების სტრატეგიულ გეგმას;
15. დირექტორი უზურნველყოფს სტრატეგიული გეგმის ეფექტიან განხორციელებას;
16. დირექტორი ამტკიცებს სასწავლო-მეთოდური საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და გამოსცემს შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
17. დირექტორი ახორციელებს და მონიტორინგს უწევს სასწავლო-მეთოდური საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესრულებას;
18. დირექტორი განსაზღვრავს კოლეჯის პერსონალის და მოწვეული მასწავლებლების დაწესებულებაში მიღების წესებს და მათ ხელფასებს;
19. დირექტორი „შრომის კანონმდებლობის“ შესაბამისად დებს ხელშეკრულებებს პერსონალთან და პროფესიულ მასწავლებლებთან;
20. ამ დებულებისა და კოლეჯის შინაგანაწესის საფუძველზე დებს ხელშეკრულებებს პროფესიულ სტუდენტებთან;
19. დირექტორი განყოფილების გამგეების მოტივირებული წინადადების საფუძველზე, შრომის კანონმდებლობის და ამ დებულების შესაბამისად ათავისუფლებს ადმინისტრაციულ პერსონალს და მოწვეულ მასწავლებლებს;
20. დირექტორი კონტროლს უწევს წესდების შესრულებას.
სასწავლო-მეთოდურისაბჭო
1. სასწავლო-მეთოდური საბჭო არის საზოგადოებრივ კოლეჯ «გეორგია”-ს წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც დაკომპლექტებულია ძირითადად კოლეჯის ადმინისტრაციული პერსონალით და საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელებით, მასში შეიძლება შედიოდნენ დამსაქმებლები, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, პროფესიული წრეების წარმომადგენლები, სტუდენტები;
2. სასწავლო-მეთოდური საბჭოს წევრები არიან ყველა ადმინისტრაციული და სასწავლო ქვედანაყოფის ხელმძღვანელები.
3. სასწავლო-მეთოდური საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება 11 წევრით.
4. სასწავლო-მეთოდური საბჭოს უფლებამოსილების ვადა შეადგენს 3 წელს;
5. სასწავლო-მეთოდური საბჭო განიხილავს კოლეჯის მუშაობის სტრატეგიებს და დასამტკიცებლად წარუდგენს დირექტორს;
6. სასწავლო-მეთოდური საბჭო შეიმუშავებს წინადადებებს კოლეჯის დებულებაში სწავლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
7. სასწავლო-მეთოდური საბჭო განიხილავს კოლეჯის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულებას და დასამტკიცებლად გადასცემს დირექტორს.
8. სასწავლო-მეთოდური საბჭოს სხდომებს იწვევს და სხდომებს უძღვება დირექტორი, საბჭოს თავმჯდომარე.
9. სასწავლო-მეთოდური საბჭო განიხილავს კოლეჯის დებულებასა და სტრატეგიული განვითარების გეგმას და დასამტკიცებლად წარუდგენს დირექტორს. ამტკიცებს შინაგანაწესს, ძირითადად დებულებებსა და შეაქვს სათანადო ცვლილებები;
10. ამტკიცებს და შეაქვს ცვლილებები, სტრატეგიულ გეგმაში, წყვეტს კოლეჯის მართვის სრულყოფის საკითხებს; კოლეჯის დამფუძნებლებს წარუდგენს ეკონომიკური და სოციალური განვითარების გეგმებს, იხილავს კოლეჯის ცხოვრებასა და საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს;
11. ისმენს დირექტორის, ხარისხის მართვის სამსახურის, ასევე განყოფილების გამგეების ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ და აფასებს მათ საქმიანობას, იხილავს მასწავლებელთა ატესტაციის (ანკეტა მასწავლებელი სტუდენტის თვალით) შედეგებს, ასევე სტუდენტთა ატესტაციებს, იღებს სათანადო წამახალისებელ ან დასჯის ღონისძიებებს;
12. აჩერებს კოლეჯის სტრუქტურულ ერთეულების მიერ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, თუ ისინი ეწინააღმდეგებიან დამფუძნებელთა წესდებას, კოლეჯის დებულებასა და მოქმედ კანონმდებლობას.
13. კოლეჯის დებულებაში ცვლილებები მიიღება საბჭოს გადაწყვეტილებით ხმების უმრავლესობით.
14. განიხილავს და ამტკიცებს საგანმანათლებლო პროგრამებს;
15. აწარმოებს ახალგაზრდა სპეციალისტების და კადრების მომზადების ორგანიზაციულ და სხვა საკითხებს, საერთაშორისო კავშირებსა და კოლეჯის საქმიანობის მნიშვნელოვან საკითხებს;
16. სასწავლო ნაწილის და კადრების განყოფილების წარდგინებით ამტკიცებს კადრების მომზადების, გადამზადების საკითხებს, სასწავლო პროგრამებს, სასწავლო გეგმებს;
17. დაინტერესებულ პირებს და კოლეჯის სტრუქტურულ ერთეულებს შეუძლია გაასაჩივრონ საბჭოს გადაწყვეტილება, გადაწყვეტილების მიღებიდან ორი კვირის ვადაში. საჩივრის განხილვა ხდება საბჭოს უახლოეს სხდომაზე;
18. სასწავლო-მეთოდური საბჭოს გადაწყვეტილება საბოლოოა და სავალდებულო კოლეჯის ყველა სტრუქტურული დანაყოფისა, პირადი შემადგენლობისა და სტუდენტებისთვის.
სასწავლონაწილი
სასწავლო ნაწილი ერთობლივად მიმართულების ხელმძღვანელებთან მუშაობს საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებასა და სასწავლო კურსების (სილაბუსების) შედგენაზე.
სასწავლო ნაწილი ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესს. იგი უშუალოდ პასუხისმგებელია სასწავლო წლის კალენდრის შედგენასა და მის შესრულებაზე.
იგი პასუხისმგებელია სასწავლო კურსებში გაწერილი პროგრამისა და სახელმძღვანელოების მიხედვით სასწავლო პროცესის მიმდინარეობაზე.
იგი კოორდინირებულად მუშაობს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან, მიმართულებებთან ახალ ინოვაციებზე, სასწავლო პროგრამების განვითარებასა და საბაზრო მოთხოვნებთან დაახლოვებაზე.
სასწავლო ნაწილი ადგენს სასწავლო ცხრილებს, ანაწილებს საათებს პედაგოგებზე და პასუხისმგებელია სასწავლო ცხრილის მიხედვით მეცადინეობების ჩატარებაზე.
სასწავლო ნაწილი ანგარიშობს მასწავლებელთა დატვირთვებს და განსახილველად გადასცემს დირექტორს.
განყოფილებებიდამიმართულებები კოლეჯის ძირითადი სასწავლო სტრუქტურული ერთეულებია. ისინი მოქმედებენ შესაბამისი დებულებებისა და წესდების და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების საფუძველზე;
განყოფილება ერთი ან რამოდენიმე სასწავლო პროგრამაში, სპეციალისტების ან დამხმარე პერსონალის, მასწავლებელების გაერთიანებაა. პასუხისმგებელია დირექტორისა და სასწავლო-მეთოდური საბჭოს წინაშე;
განყოფილებისგამგე სასწავლო- პედაგოგიური საქმიანობის ხელმძღვანელია;
2. განყოფილების გამგეს ნიშნავს დირექტორი;
3. განყოფილების გამგე უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის მუშაობის ეფექტურად მიმდინარეობას;
4. კოორდინაციას უწევს სასწავლო–მეთოდურ მუშაობას, უშუალოდ პასუხისმგებელია საგანმანათლებლო პროგრამების სრულად განხორციელებაზე;
5. ზრუნავს სტუდენტთა და პედაგოგთა პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაზე;
6. ქმნის და განახორციელებს მექანიზმებს კოლეჯის დირექტორისა და სასწავლო-მეთოდური საბჭოს გადაწყვეტილებების რეალიზაციისათვის;
7. აკონტროლებს დამხმარე პერსონალისა და პროფესიულ მასწავლებელთა საქმიანობას;
8. ხელს უწყობს სწავლისა და სწავლების პროცესის ერთიან პროცესად ჩამოყალიბებას და განვითარებას, ქმნის საჭირო პირობებს პროფესორ–მასწავლებელთა და სტუდენტთა პროფესიული განვითარებისათვის;
9. უშუალოდ ხელმძღვანელობს პროფესიული კადრების შერჩევისა და მოზიდვის პროცესს, ამისთვის შეიმუშავებს და განახორციელებს მიზნობრივ ღონისძიებებს;
10. უშუალოდ პასუხისმგებელია სასწავლო პროცესის მიმდინარეობასა და დისციპლინის, შინაგანაწესისა და ეთიკის ნორმების დაცვაზე;
11. აღძრავს შუამდგომლობას დირექტორის წინაშე ახალი სტრუქტურული რგოლების შექმნის, საშტატო ერთეულების დამატება–გაუქმების შესახებ;
12. დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში აყენებს საკითხს სასწავლო-მეთოდური საბჭოსა და დირექტორის წინაშე;
განყოფილების გამგეს თავის საქმიანობაში დახმარებას უწევს სამდივნო, რომელსაც ხელმძღვანელობს განყოფილების მდივანი. სამდივნოს შემადგენლობას საჭიროებისას შესაძლებელია დაემატოს მდივნები.
განყოფილების მდივნის ფუნქციებია:
ა) პროფესიულ მასწავლებლებელთა და სტუდენტთა განცხადებების, პრეტენზიების მიღება და განსახილველად დამუშავება;
ბ) უწყისების რეგისტრაციის წარმოება;
დ) განყოფილების საქმეების კოორდინირება, ორგანიზება, სხდომების ოქმების შედგენა და შენახვა, მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებაზე კონტროლი, დავალებების ადრესატისათვის დროულად მიწოდება;
ე) სტუდენტთა პირადი მონაცემების ცალკე საქმეებად შენახვა;
ვ) საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული ბლანკების – უწყისების წარმოება და შენახვა;
ზ) საარქივოდ დოკუმენტაციის მომზადება.
მიმართულებები წარმოადგენენ ერთი რომელიმე დარგის მასწავლებელთა და სტუდენტთა გაერთიანებას და ექვემდებარებიან შესაბამის განყოფილებებს. მიმართულების მთელ თავის საქმიანობას მიზნობრივად წარმართავენ სასწავლო პროცესს, რომლებიც მოიცავს სასწავლო-მეთოდური საქმიანობის ყველა ძირეულ საკითხებს. სასწავლო ნაწილთან ერთად ამუშავებენ და განყოფილების გამგეს და სასწავლო-მეთოდურ საბჭოს წარუდგენენ შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამებს, ადგენენ სახელმძღვანელოებსა და დამხმარე სახელმძღვანელოებს, მეთოდურ მითითებებს სტუდენტებისათვის. ეხმარებიან ბიბლიოთეკებს მათ შეძენაში. თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში იღებენ გადაწყვეტილებებს ახალგაზრდა სპეციალისტების მომზადების ხარისხის სისტემატიურ გაუმჯობესებას, კოლეჯის შინაგანაწესის დაცვას;
-ატარებენ კონკრეტულ ღონისძიებებს ყოველი სასწავლო წლის შესახვედრად, დადგენილი ნორმებისა და საშტატო ერთეულების შესაბამისად განსაზღვრავენ სასწავლო დატვირთვებს და დროულად გადასცემენ სასწავლო ნაწილს;
-პერიოდულად ისმენენ მიმართულების წევრთა ინფორმაციებს საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული დავალებების შესრულების შესახებ და უზრუნველყოფენ ჩამორჩენილ სტუდენტებთან ინდივიდუალური მუშაობის ორგანიზაციულ საკითხებს, დამატებითი ლექციებისა და კონსულტაციების ჩატარების გზით;
- მიმართულების სხდომებზე იხილავენ სასწავლო პროცესში გამოვლენილ მეთოდური ან სხვა სახის პრობლემებს და შეაქვთ შესაბამისი ცვლილებები;
-ხელმძღვანელობენ საგამოცდო ბილეთების, ტესტების შედგენა-განხილვას, სასწავლო პროგრამებისა და კურსების განხილვას, ლექციების კურსის მომზადება-გაშუქებას;
-უზრუნველყოფენ დასკვნითი გამოცდებისათვის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებას; სასწავლო და საწარმოო პრაქტიკისათვის შერჩევას, გამოცდების მაღალ დონეზე ჩატარებას. მათი შედეგების განსაზღვრასა და სათანადო დასკვნების გამოტანას და ინფორმაციის განყოფილებაში გადაცემას;
მიმართულებებს და განყოფილებებს უფლება აქვთ კავშირი დაამყარონ წარმოებასთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან ან სახელმწიფო ორგანოებთან, მათ შორის საზღვარგარეთის ინსტიტუტის შესაბამის სტრუქტურებთან;
- კოლეჯის დირექტორს წარუდგენენ სტუდენტთა და მასწავლებელთა დასჯის და მორალურ-მატერიალური სტიმულირების პროექტებს;
-მიმართულების საქმიანობას ხელმძღვანელობს მიმართულების ხელმძღვანელი, რომელსაც ნიშნავს დირექტორი სასწავლო-მეთოდურ საბჭოსთან შეთანხმებით. მიმართულების ხელმძღვანელად ირჩევა პროფესიული მასწავლებლის სტატუსის მქონე სპეციალისტი;
კოლეჯისხარისხისუზრუნველყოფისსამსახური
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიზანია კოლეჯში სასწავლო მუშაობის, აგრეთვე, პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხარისხის სისტემატური შეფასება და გაუმჯობესება;
კოლეჯის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ხელს უწყობს კოლეჯის ინტეგრაციას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში, თანამშრომლობს საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოყალიბებას;
კოლეჯის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს ნიშნავს და ანთავისუფლებს დირექტორი პარტნიორთა საბჭოსთან შეთანხმებით.
ახდენს პედაგოგიური პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის მონიტორინგის, შეფასების და მეთოდურ–ორგანიზაციულ უზრუნველყოფას;
მონიტორინგს სასწავლო პროცესის მიმდინარეობასა და შედეგებზე ახორციელებს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.
მუშაობს შიდა და გარე აკრედიტაციის პროცესის მეთოდურ–ექსპერტული უზრუნველყოფისა და თვითშეფასების მომზადების მიმართულებით.
სამსახურის საქმიანობის სფეროს მიეკუთვნება კოლეჯის სასწავლო პროცესის, სწავლების ხარისხის, პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების, კვლევითი საქმიანობის, სტუდენტთა კარიერული დაგეგმვის, კურსდამთავრებულთა 6 თვიდან 1 წლამდე პერიოდში მათი დასაქმების მაჩვენებელთა სტატისტიკის წარმოება. სასწავლო პროცესის ერთიანობის კოორდინაცია და სისტემატური შეფასება.
პროფესიული განათლების საქმიანობის ინტეგრაციული სივრცისთვის ხელის შეწყობა.
სასწავლო პროცესის თეორიული, მეთოდური და პრაქტიკული პრობლემების დამუშავება და გადაწყვეტის პროცესის შეფასება.
VI. მასწავლებელთა, ადმინისტრაციული, დამხმარე პერსონალის და ყველა სხვა სპეციალისტების მიღებისა და განთავისუფლების წესი
6.1. ყველა სპეციალისტი, შემდგომში სამუშაოს შემსრულებელი, სამუშაოზე მიიღება დირექტორის მიერ დამტკიცებული საშტატო განრიგის მიხედვით;
6.2. პროფესიულ მასწავლებელთა დაკომპლექტება მოხდება კონკურსის ან/და პირადი განცხადების საფუძველზე სასწავლო-მეთოდური საბჭოს მიერ და დირექტორის ბრძანებით. კონტრაქტში ნაჩვენებია:
ა) სამუშაოს შემსრულებლის პროფესია, ხარისხი და თანამდებობა;
ბ) მუშაობის პირობები, სამუშაო დღის რეჟიმი;
გ) გარანტირებული ხელფასი, კონტრაქტის მოქმედების ვადაში;
დ) კონტრაქტის მოქმედების ვადა;
ე) შვებულების წარდგენის ვადები;
ვ) სამუშაოდან განთავისუფლება:
VII. სტუდენტები და თანამშრომლები
საზოგადოებრივ კოლეჯ «გეორგია”-ში, მიიღებიან ზოგადსაგანმანათლებლო საბაზო კურსის განათლების მქონე პირები. პროფესიული სწავლების შემდგომ საფეხურებზე ჩარიცხვის საფუძველია წინა საფეხურზე მინიჭებული კვალიფიკაცია ან დიპლომი. სტუდენტთა შიდა მობილობა დაწყებით საფეხურებზე შესაძლებელია სწავლის დაწყებიდან 2 კვირის განმავლობაში, რაზედაც დგება დირექტორის ინდივიდუალური აქტი.
სწავლის ქირის გადასახადი და ყველა სხვა მოთხოვნები, პირობები და ვალდებულებები იწერება კონტრაქტში.
გადასახადი მთელი სასწავლო პერიოდის განმავლობაში არ იცვლება თუ რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა არ მოხდა.
უცხოელ სტუდენტთა მიღება ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სტუდენტსა და კოლეჯს შორის ურთიერთობა რეგულირდება ხელშეკრულებით. სტუდენტები მოვალენი არიან დაიცვან კოლეჯის შინაგანაწესი და ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობები, მათ უფლება აქვთ ისარგებლონ ყველა ფასიანი თუ უფასო მომსახურებით, სასწავლო ბაზებით, აუდიტორიებით, კაბინეტ-ლაბორატორიებით, კომპიუტერებით და ვიდეო-აუდიო აპარატურით და კლუბებით, ბიბლიოთეკით და სამკითხველოთი.. ჩამოაყალიბონ სტუდენტური თვითმართველობა.
სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამის მიზნების მისაღწევად კოლეჯი ,,გეორგია” ემყარება სტუდენტის აკადემიურ დატვირთებს.
საზოგადოებრივ კოლეჯ ,,გეორგია”-ში სტუდენტის დატვირთვის საბაზისო ერთეულის ერთი კრედიტის -ხვედრითი წონა სტუდენტის მთლიანი დატვირთვიდან შეადგენს 25 საათს.
სასწავლო პრაქტიკა: სასწავლო პრაქტიკის მიზანია სტუდენტი თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებზე მიღებული ცოდნის საფუძველზე, ძირეულად დაეუფლოს პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, სხვადასხვა სავარჯიშოების და მაგალითების შესრულებით გაითავისოს რეალურ გარემოსთან მიახლოვებული მუშაობის ხერხები და მეთოდები. სასწავლო პრაქტიკა ინტეგრირებულია თეორიული კურსის სილაბუსებში.
თეორიული და სასწავლო პრაქტიკის კომპონონტები ფასდება ერთად.
საწარმოო პრაქტიკა: საწარმოო პრაქტიკის მიზანია სტუდენტმა მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნის საფუძველზე მივლინებულ ორგანიზაციაში ხელმძღვანელის კონსულტაციებით, დამოუკიდებლად შეასრულოს სამუშაოები, გაითავისოს, გააცნობიეროს და ჩაერთოს ამ ორგანიზაციის წინაშე მდგარი პრობლემებისა და მისი გადაჭრის გზების ძიებაში. ორგანიზაციის მხრიდან ყურადღებისა და დავალებების შესრულებისას მიცემული შენიშვნების გათვალისწინებით მიიღწევა ის შედეგი, რომ შემდგომში ასეთი კადრი ადვილად დაიმკვიდრებს თავის ადგილს შრომის ბაზარზე. აგრეთვე ორგანიზაცია ეცდება თავისი ინტერესებიდან გამომდინარე კვალიფიციური და მოაზროვნე სტუდენტების დასაქმების შესაძლებლობების და საწარმოო პროცესებში მათი ჩართვის გზების ძიებას.
საწარმოო პრაქტიკა ხორციელდება საგანმანათლებლო საფეხურის ბოლო ეტაპზე, როდესაც სტუდენტი უკვე მომზადებულია თეორიულად და აქვს გარკვეული პრაქტიკული უნარ-ჩვევები. პრაქტიკას ხელმძღვანელობენ კოლეჯისა და კონტრაქტორი ორგანიზაციის კვალიფიცირებული თანამშრომლები.
საწარმოო პრაქტიკა ტარდება კონტრაქტორ ორგანიზაციებში, შეთანხმებული გეგმის შესაბამისად.
საწარმოო პრაქტიკა ფასდება დამოუკიდებლად 100 ქულით. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 51 ქულაა.
კოლეჯისა და კონტრაქტორი ორგანიზაციის წარმომადგენლები საწამოო პრაქტიკის პერიოდში შუალედური შეფასებითა და დასკვნითი გამოცდებით აფასებენ შეძენილ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს.
კოლეჯში სწავლის ენაა ქართული. უცხოელი სტუდენტებისათვის სწავლა მიმდინარეობს მათთვის გასაგებ ენაზე.
კოლეჯის თანამშრომლები და სტუდენტები დამოუკიდებელნი არიან თავიანთ საქმიანობაში, კოლეჯის სათანადო დებულებებისა და კონტრაქტების ვალდებულებების გათვალიწინებით;
-კოლეჯის თანამშრომელთა ურთიერთობა აგებულია პიროვნების უფლებათა პატივისცემასა და ღირსების ხელშუხებლობაზე;
-სასწავლო პროცესში არაკეთილსინდისიერი ნებისმიერი გამოვლენა, უღირსობა, პიროვნების შეურაცხყობა, ძალადობა და უზნეობის სხვა გამოვლინება, კონტრაქტის დარღვევა, კოლეჯიდან გარიცხვის საფუძველი.
-კოლეჯის თანამშრომლები და სტუდენტები ვალდებულნი არიან იზრუნონ კოლეჯის პრესტიჟზე, უზრუნველყონ სასწავლო პროცესის ეფექტურობა, მუდმივად აიმაღლონ კვალიფიკაცია, დაიცვან შინაგანაწესი, გაუფრთხილდნენ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, ინვენტარს, წიგნად ფონდს და მთლიანად კოლეჯის ქონებას;
-კოლეჯის დირექტორის და ყველა სხვა სტრუქტურული ერთეულის ასაკობრივი ზღვარი შეუზღუდავია;
-თანამშრომლებსა და სტუდენტებს უფლება აქვთ უფასოდ ან ფასიანი მომსახურეობით ისარგებლონ კაბინეტ-ლაბორატორიებით, გამოთვლითი ტექნიკით, აუდიტორიით, ბიბლიოთეკა-სამკითხველოთი და სხვა სასწავლო და საწარმოო ბაზებით, სპროტული ინვენტარით; მონაწილეობა მიიღონ კოლეჯის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. სტუდენტური თვითმმართველობის დარბაზებში, შემოქმედებასა და მხატრულ გაერთიანებებში.
VIII. შ.პ.ს. საზოგადოებრივ კოლეჯ «გეორგია»-ს საქმიანობის
შეწყვეტა (რეორგანიზაცია)
8.1. საზოგადოებრივ კოლეჯ «გეორგია”-ს საქმიანობა წყდება (ან რეორგანიზაცია) კოლეჯის დამფუძნებელთა საბჭოს გადაწყვეტილებით, თუ მას ხმა მისცა საბჭოს ყველა წევრმა. კოლეჯის საქმიანობა შეიძლება შეწყდეს, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.