გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ხარისხის მართვის/მენეჯმენტის ევროპული მოდელის (EFQM Excelence Model) დანერგვის მიზნით სამდღიანი ტრენინგი „გზა სრულყოფისკენ“ მიმდინარეობდა. ეს კიდევ ერთი ნაბიჯია ხარისხიანი განათლების მიწოდების გზაზე. საპილოტე პროექტში სხვა ორ კერძო სასწავლებელის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობს კოლეჯ გეორგია"-ს დირექტორი და ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი.
პროექტი ითვალისწინებს "თვითშეფასების" ანგარიშის შედეგად პრიორიტეტული "გასაუმჯობესებელი სფეროს/სფეროების" გამოვლენას, სამოქმედო გეგმების შედგენას, განხორციელებას და შედეგების შეფასებას.
პროექტის დასრულებისას მოხდება აღნიშნული ორგანიზაციის მიერ ვალიდაციის პროცესის განხორციელება.