Geo Eng
Wednesday, 27 March 2019
 

       პარტნიორები

       

  

 

 

 

 

 

 

 

 

                  

მთავარი

სიახლენი
23:41 / 25 ნოე. '14
კოლეჯი "გეორგია"ხარისხის განვითარების ევროპული ფონდის(EFQM) პროექტში

დღეს 25 ნოემბერს ხარისხის განვითარების ევროპული ფონდიდან (EFQM-ბრიუსელი)კოლეჯის დირექტორის, გიორგი ბერაიასა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის, მაკა ბულისკერიას სახელზე მივიღეთ სერტიფიკატები, რომ ჩართული ვართ ამ ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ ტრეინინგში საქართველოში, რაც ცნობილია "გზა სრულყოფისაკენ" პროექტის სახელით. 
ამ პროექტის განხორციელება ძალზე მნიშვნელოვანია კოლეჯის პერსონალისა და რაც მთავარია სტუდენტებისათვის. EFQM ხარისხის მართვის მოდელს იყენებს ევროპის მრავალი ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი კომპანიები, ისეთები როგორიცაა: BOSH. BMW, Xerox, Philips . VW, Ricoh, Grund fos, EDF და მრავალი სხვა.
(EFQM) ხარისხის სერტიფიკატის მოსაპოვებლად მუშაობა მიმდინარეობს და რამოდენიმე ეტაპისაგან შედგება. პირველი ეტაპი (თვითშეფასება) დაგეგმილია იანვარ-თებერვლის თვეში, როდესაც აღნიშნული ორგანიზაციის ექსპერტი ეწვევა კოლეჯს და მისი მეთვალყურეობით და დახმარებით კოლეჯის საგანგებოდ მომზადებული გუნდის მეშვეობით მოხდება ჩვენი ორგანიზაციის თვითშეფასება და გასაუმჯობესებელი პრიორიტეტების გამოყოფა. შემდგომში მუშაობა გაგრძელდება ამ პრიორიტეტების გაუმჯობესების და დანერგვის მიმართულებით.
პროექტი სავარაუდოდ მაისში დაამთავრებს მუშაობას და გამოვლინდება მიღწეული შედეგები. 
ხარისხის განვითარების ევროპული ფონდის მიერ მიღწეული შედეგის აღიარება მოხდება სერტიფიკატის გადმოცემით და ეს ნიშანი სტუდენტთა საკვალიფიკაციო დოკუმენტებშიც აისახება, რაც ჩვენს სტუდენტებს გაუადვილებს ევროპის მასშტაბით ცოდნის აღიარებას და ხელს შეუწყობს მათ დასაქმებას.
ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ ეს მოვლენა რამდენადაც სასიხარულოა, ამდენადვე საპასუხისმგებლოა და გამოწვევაა კოლეჯისათვის, რათა პერსონალმაც და სტუდენტებმაც გაწიონ დიდი შრომა ამ მიზნის მისაღწევად.

» სხვა სიახლენი

 2016 წლის 28ივლისს კოლეჯმა მეორედ წარმატებით გაიარა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაცია


          

 კოლეჯი facebook-ში

      

 

   განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

      

     საქართველოს საკანონმდებლო მაცნე

   

  

   

 

 

 

   

ძიება
საძიები ფრაზა:


ვებ-გვერდი
სიახლენი
წიგნები

© 2010-2011, College Georgia