Geo Eng
Monday, 19 August 2019
 

       პარტნიორები

       

  

 

 

 

 

 

 

 

 

                  

მთავარი

სიახლენი
21:24 / 02 მარ. '15
IOM-ის საინფორმაციო შეხვედრა კოლეჯ ”გეორგიას” სტუდენტებთა


IOM აგრძელებს მომავალი ახალგაზრდა სპეციალისტებისათვის საინფორმაციო შეხვედრებს უსაფრთხო მიგრაციის შესახებ, რათა მათ მიგრაციულ პროცესებში ჩართვის სურვილის შემთხვევაში, არჩევანი კანონიერი, უსაფრთხო მიგრაციის სასარგებლოდ გააკეთონ. ამჯერად შეხვედრას, რომელიც საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის მოწვევით ჩატარდა საზოგადოებრივ კოლეჯში ”გეორგია”, სხვა საზოგადოებრივი კოლეჯების (’პანაცეა”, ”ორიენტირი”, ხარისხის მართვის, ინტერბიზნესის აკადემია) სტუდენტებიც ესწრებოდნენ. 
სტუდენტებისათვის საინტერესო თემებზე: უცხოეთში კანონიერი დასაქმების შესაძლებლობები, სწავლა, გრანტები და სტიპენდიები, გაცვლითი პროგრამები ახალგაზრდებისათვის, არალეგალური მიგრაციის შესაძლო საფრთხეები და მათი პრევენცია - პასუხი გასცეს IOM-ის მობილურობის ცენტრის კოორდინატორმა ნათელა მჟავანაძემ, იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციის სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა თამთა კუპატაძემ. ხოლო მიგრაციის მოლოდინები და რეალობა სტუდენტებს დაბრუნებულ ემიგრანტთა არასამთავრობო ორგანიზაციის ”მიგრაციის საბჭოს” ხელმძღვანელმა გიორგი გოგიშვილმა გააცნო.
ნაჩვენები იქნა ვიდეო ფილმი, დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები.
საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა გიორგი ბერაიამ ისაუბრა მიგრაციის თემაზე მომავალი სპეციალისტებისათვის აუხლესი და მიუკერძოებელი ინფორმაციის მიწოდების დიდ მნიშვნელობაზე და შემდგომი თანამშლომლობის გაფართოებაზე. 
IOM-მა ტრადიციისამებრ კოლეჯის ბიბლიოთეკას, სადაც გაიხსნა მიგრაციის კუთხე პოტენციური მიგრანტებისათვის უახლესი ინფორმაციის მისაღებად, გადასცა საინფორმაციო მასალა.

» სხვა სიახლენი

 2016 წლის 28ივლისს კოლეჯმა მეორედ წარმატებით გაიარა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაცია


          

 კოლეჯი facebook-ში

      

 

   განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

      

     საქართველოს საკანონმდებლო მაცნე

   

  

   

 

 

 

   

ძიება
საძიები ფრაზა:


ვებ-გვერდი
სიახლენი
წიგნები

© 2010-2011, College Georgia