2015 წლის 10 სექტემბერს კოლეჯის ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენა და ახალი ეტაპი იწყება.
ერთწლიანი დაუღალავი შრომის შედეგად ევროპული ხარისხის მენეჯმენტის (EFQM) ვალიდაციის ექსპერტების მიერ პროექტების განხილვის შედეგად საზოგადოებრივ კოლეჯ "გეორგია"-ს მიენიჭა EFQM ხარისხის ნიშანი და სერტიფიკატი.
ასეთი აღიარებით კოლეჯი არის სხვა სამ კერძო კოლეჯთან ერთად პირველი ქართული სასწავლებელი, რომელსაც ხვდა წილად მოეპოვებინა ევროკავშირის სივრცეში ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის აღიარება.
ვულოცავ კოლეჯის ყველა სტუდენტს და პერსონალს ამ ჯილდოს და ამიერიდან ისინი ისარგებლებენ ამ საერთაშორისო წარმატების სიკეთეებით.
კოლეჯის სახელით მადლობას მოვახსენებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის ორგანიზაციას (GIZ), EFQM ექსპერტს ქ-ნ სუზან კალდშმიდტს იმ თანამშრომლობისათვის, რაც მათ გასწიეს კოლეჯის მიმართ.