Geo Eng
Thursday, 23 May 2019
 

       პარტნიორები

       

  

 

 

 

 

 

 

 

 

                  

მთავარი

სიახლენი
11:07 / 23 სექ. '16
შეხვედრა განათლების მინისტრთან

20 სექტემბერს უკვე მესამედ შევხვდით განათლების მინისტრს მისი დანიშვნის დღიდან. ამას იმიტომ ვწერ, რომ 25 წლის განმავლობაში მინისტრებთან შეხვედრის საშუალება არ მოგვცემია. არადა სამინისტროს დარგის პირველი პირი არის პოლიტიკის გამტარებელი და მისი ხედვები ამ მიმართულების არის მნიშვნელოვანი.
20 სექტემბრის შეხვედრას ესწრებოდნენ კერძო პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლები მთელი საქართველოს მასშტაბით.
მინისტრმა 2 საათის განმავლობაში წარმოადგინა პროფესიული განათლების წინაშე მდგარი უახლოესი ამოცანები და განვითარების პერსპექტივები. დამაჯერებლად ისაუბრა იმ პრობლემების გადალახვის გზებზე, რაც ხელს უშლის პროფესიული განათლების პროვაიდერებს.
ის, რომ უნდა დაირღვეს ბალანსი უმაღლეს სასწავლებლებში და პროფესიულ სასწავლებლებში შემსვლელ სტუდენტებისათვის, როგორც არის ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში (40% უმაღლესი, 60% პროფესიული).მშობლები და ახალგაზრდები უმაღლეს განათლებას აღარ განიხილავდნენ ერთადერთ ალტერნატივად. პროფესიული განათლება გახდეს მიმზიდველი, სტუდენტებმა დაუბრკოლებლად შეძლონ სწავლის გაგრძელება უმაღლეს სასწავლებლებში. შეძლონ პროფესიულ სასწავლებლებში მიღებული ცოდნის გადატანა უმაღლეში და მოხდეს უმაღლესის მიერ მათი აღიარება. 
პროფესიული განათლების კუთხით კერძო და საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლობა, სასწავლო პროგრამებით საქართველოს რეგიონული დაფარვა, დამსაქმებლებთან პარტნიორობა, დასაქმების მაჩვენებლების გაზრდა, სასწავლო პროგრამების ხარისხის მართვა ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ საკითხებისა, რომელსაც მინისტრი შეეხო შეხვედრაზე.
ამ ამოცანების გადაწყვეტა ურთიერთთანამშრომლობით უახლოეს დროში რეალურია, მით უფრო, რომ პროფესიულ განათლებაში უკვე ბევრი რამ არის გაკეთებული სასწავლო პროგრამების, ხარისხის მართვის, ბიზნესთან ურთიერთობის მიმართულებით.
ღმერთო მიეცი ნება, ძალა და უნარი მომავალ ხელისუფლებას აღასრულოს ეს პოზიტიური ხედვები!

» სხვა სიახლენი

 2016 წლის 28ივლისს კოლეჯმა მეორედ წარმატებით გაიარა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაცია


          

 კოლეჯი facebook-ში

      

 

   განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

      

     საქართველოს საკანონმდებლო მაცნე

   

  

   

 

 

 

   

ძიება
საძიები ფრაზა:


ვებ-გვერდი
სიახლენი
წიგნები

© 2010-2011, College Georgia