Geo Eng
Monday, 21 October 2019
 

       პარტნიორები

       

  

 

 

 

 

 

 

 

 

                  

მთავარი

სიახლენი
11:28 / 22 თებ. '17
საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს

2017 წლის 20 თებერვალს "საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის" მხარდაჭერით ჩატარდა " საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის" რიგით მეოთხე ფორუმი.
ტრადიციულად ასოციაციის პრეზიდენტი ქალბატონი ნინო გომელაური, პირველ რიგში 47 წევრი კოლეჯისა და მოწვეული სტუმრების წინაშე წარსდგა ანგარიშით, გაწეული მუშაობის შესახებ.
ვრცელ მოხსენებაში პრეზიდენტმა აღნიშნა კერძო კოლეჯების ასოციაციის ფართო წარმომადგენლობა , წარმატებები და ხაზი გაუსვა იმ გამოწვევებს და პრობლემებს, რომელიც დგას კერძო პროფესიული სასწავლებლების წინაშე.
მნიშვნელოვანია, რომ ფორუმს ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ბატონი ალექსანდრე ჯეჯელავა; საქართველოს პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ქალბატონი მარიამ ჯაში; საქარელოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი; დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ბატონი ელგუჯა მელაძე; განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ქალბატონი თამარ მახარაშვილი; განათლების სამინისტროს პროფესიული დეპარტამენტის უფროსი წეროძე და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ბატონი კახაბერ ერაძე; სახელმწიფო კოლეჯების ხელმძღვანელი პირები.
ასეთი წარმომადგენლობითი აუდიტორია მეტყველებს ერთის მხრივ პროფესიული განათლების განვითარების დიდ ინტერესზე და მეორეს მხრივ "საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის" მხარდაჭერაზე, რაც გამოიხატა თითოეული მოწვეული სტუმარის მხრიდან მათ გამოსვლებში.
შეხვედრამ ჩაიარა საქმიან და სადღესასწაულო ვითარებაში.
კერძო კოლეჯების ასოციაციის გამგეობამ და წევრმა სასწავლებლებმა მადლობა გადაუხადეს პრეზიდენტს გაწეული მუშაობისათვის, რის შემდეგაც გაიმართა ასოციაციის გამგეობის წევრების არჩევნები. 2017 წლის არჩევნების შედეგად გამგეობაში არჩეულ იქნენ: ია ერაძე-საქართველოს ბიზნესის აკადემია; მაია ჩიხლაძე-საზოგადოებრივი კოლეჯი "პანაცეა"; გიორგი ბერაია-საზოგადოებრივი კოლეჯი "გეორგია"; შორენა ხაჭაპურიძე-საზოგადოებრივი კოლეჯი "ფანასკერტელი; ინგა მანაშერიძე-ინტერბიზნესის აკადემია; ნინო გომელაური-მარნეულის საზოგადოებრივი კოლეჯი; მანანა მახარაშვილი-საზოგადოებრივი კოლეჯი "ნატალი აკადემია".
ასოციაციის დებულების თანახმად გამგეობამ 2017 წელს აირჩია ახალი პრეზიდენტი, იგი გახდა გიორგი ბერაია-საზოგადოებრივი კოლეჯი "გეორგია"-ს დირექტორი. ასევე არჩეულ იქნა ორი ვიცე-პრეზიდენტი: მაია ჩიხლაძე-საზოგადოებრივი კოლეჯი "პანაცეა"-ს დირექტორის მოადგილე; ია ერაძე-საქართველოს ბიზნესის აკადემიის დირექტორი.
ახალმა არჩეულმა პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და გააცნო ის ხედვები და ამოცანები, რასაც ასოციაცია უახლოესი ერთი წლის განმავლობაში გეგმავს.

» სხვა სიახლენი

 2016 წლის 28ივლისს კოლეჯმა მეორედ წარმატებით გაიარა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაცია


          

 კოლეჯი facebook-ში

      

 

   განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

      

     საქართველოს საკანონმდებლო მაცნე

   

  

   

 

 

 

   

ძიება
საძიები ფრაზა:


ვებ-გვერდი
სიახლენი
წიგნები

© 2010-2011, College Georgia