2017 წლის 20 ივნისს უფლისციხეში საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა მასწავლებელთა და სტუდენტთა მე-2 კონფერენცია.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო კოლეჯ "გეორგია"-ს მასწავლებელმა თეა მელაძემ, რომელმაც წარმოადგინა თემა "სწავლების მეთოდოლოგიური ასპექტები პროფესიულ განათლებაში". ასევე მიიღეს მონაწილეობა სტუდენტებმა თამარ ფირანიშვილმა და მარიამ ნოზაძემ თემით "ყველის ისტორია", თამარ ჯელაძემ და ნათია მკალავიშვილმა წარმოადგინეს რეფერატული ხასიათის თემა "რაჭა ჩემი სიყვარული". ყველა ნაშრომი თეზისების სახით გამოცემულია კონფერენციის ჟურნალის სახით.
კოლეჯის ადმინისტრაცია და საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაცია მადლობას უხდის მათ აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის.