2018 წლის 16 იანვარს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და გერმანიის"სამხრეთ კავკასიაში პროფესიული განათლების კვალიფიკაციების განვითარების" პროექტის ფარგლებში ერთკვირიანი ტრენინგები დაიწყო, სადაც თავი მოიყარა პროფესიული კოლეჯების პრაქტიკის განმახორციელებელმა მასწავლებლებმა და კომპანიების ინსტრუქტორებმა. ტრეინინგის მიზანია კოლეჯებისა და კომპანიების მხრიდან დუალური საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების გერმანული გამოცდილების გაზიარება. ასევე ტრეინინგზე ქართველი ექსპერტებიც, მათ შორის კოლეჯ "გეორგია"-ს დირექტორი გიორგი ბერაია, არიან მიწვეული, რათა რეალურად გაანალიზდეს საქართველოში არსებული ვითარება და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შესაძლებლობები.