Geo Eng
Thursday, 13 December 2018
 

       პარტნიორები

       

  

 

 

 

 

 

 

 

 

                  

მთავარი

სიახლენი
15:28 / 07 მარ. '18
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან შეხვედრა

26 თებერვალს შედგა კერძო კოლეჯების ასოციაციის პრეზიდენტის, გიორგი ბერაიას და  გამგეობის შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან ბ-ნ მიხეილ ჩხენკელთან. დაგეგმილი 1 საათიანი შეხვედრა გაგრძელდა თითქმის 2 საათს.
შეხვედრაზე გამგეობის წევრებმა მოახსენეს მინისტრს პროფესიულ განათლებაში მიმდინარე პროცესები და ის პრობლემები, რაც კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებს წლებია აწუხებს და ხელს უშლის მათი განვითარების პროცესს. კერძოდ დაყენებულ იქნა ორი საკითხი. პირველი: არაკონკურენტული გარემო პროფესიულ განათლებაში და მეორე: კანონპროექტის "პროფესიული განათლების შესახებ" პარლამენტში წარდგენის ვადების შესახებ. მოგეხსენებათ მეორე საკითხის მნიშვნელობა არსებითია, რადგანაც წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა ჩიხების აღმოფხვრისა და უწყვეტი საგანმანათლებლო სივრცის შექმნის გზაზე. თუმცა ყურადღება გამახვილდა საგნობრივი პროგრამების მილევად რეჟიმში განხორციელების შესაძლებლობაზე და სამინისტროს პოზიციაზე ამ მიმართულებით.
მინისტრის მხრიდან აღინიშნა, რომ მართლაც შექმნილია არაჯანსაღი კონკურენციული გარემო, რაც არასამართლიანია და ერთნაირ პირობებში უნდა არსებობდნენ სასწავლებლები მიუხედავად მათი სამართლებრივი ფორმისა, თუმცა 2018 წლის ბიუჯეტით სიკეთეები მიმართულია მხოლოდ საჯარო პროფესიული დაწესებულებების მიმართ. მხოლოდ 2019 წლის ბიუჯეტში არის შესაძლებელი გარკვეული თანხების გათვალისწინება კერძო დაწესებულებების სტუდენტებისათვის- აღნიშნა მინისტრმა.
რაც შეეხება კანონპროექტის პარლამენტში წარდგენას, მინისტრმა აღნიშნა, რომ პარლამენტს ის წარედგინება მარტის თვეში.
საგნობრივი პროგრამების მილევად რეჟიმში განხორციელების საკითხზე მინისტრის პირველმა მოადგილემ ქ-მა ქეთევან ნატრიაშვილმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის მიერ მუშავდება..

» სხვა სიახლენი

 2016 წლის 28ივლისს კოლეჯმა მეორედ წარმატებით გაიარა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაცია


          

 კოლეჯი facebook-ში

      

 

   განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

      

     საქართველოს საკანონმდებლო მაცნე

   

  

   

 

 

 

   

ძიება
საძიები ფრაზა:


ვებ-გვერდი
სიახლენი
წიგნები

© 2010-2011, College Georgia