გამაჯანსაღებელ კურორტ ნუნისში 2018 წლის 6-7 ოქტობერს სასტუმრო კომპლექსის დამძნეელმა ბ-ნმა დავით მორჩილაძემ მიგვიწვია კურორტის დასათვალიერებლად და მართვის სპეციფიკის გასაცნობად, რაც ხელს შეუწყობს კოლეჯის სასტუმროს მართვის სპეციალისტების დასაქმებას.
გამაჯანსაღებელი კურორტი ნუნისი მდებარეობს ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში ზღვის დონიდან 900 მ სიმაღლეზე და და აქვს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა. აქ ამოდის სამკურნალო თერმული ბუნებრივი წყალი, რომელცას არა აქვს ანალოგი მთელს მსოფლიოში თავისი შემადგენლობიდან გამომდინარე. იყენებენ კანის დაავადებების (ფსორიაზი, ეგზემა, სხვადასხვა წარმოშობის დერმატიტები) სამკურნალოდ.
სასტუმრო კომპლექსის მართვის ჯგუფმა გაგვაცნო სერვისის თავისებურებანი. ასევე კოლეჯის დირექტორმა წარმოადგინა პრეზენტაცია კოლეჯის საქმიანობისა და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ.
ორდღიანი ვიზიტი ძალზედ საინტერესოდ წარიმართა და გამოითქვა შემდგომი თანამშრომლობის სურვილი.