ონლაინ შეხვედრების მიზანია პოსტკორონავირუსის პერიოდში სასწავლო პროცესის ორგანიზება. შეხვედრაზე იმსჯელეს იმ ყველა შესაძლო დაბრკოლებაზე, რომელიც შესაძლოა თან ახლდეს ქვეყანაში საკარანტინო მდგომარეობას.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, განათლების ხარისხის განვიტარების ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებით სასწავლო პროცესის ონლაინ რეჟიმში წარმართვა პროფესიულ განათლებაში არაადექვატურია და სცილდება პროფესიული განათლების მიზნებს.
აქედან გამომდინარე კოლეჯის ადმინისტრაცია მუშაობს სასწავლო გეგმაზე და სასწავლო პროცესის დაშვების დღიდან ინტენსიურ რეჟიმში, სასწავლო დატვირთვის გაზრდის ხარჯზე სტუდენტებს აღუდგენს გაცდენილ საათებს და ნორმალური დღის რეჟიმში ჩააყენებს კოლეჯის ფუნქციონირებას.
აღნიშნული ღონისძიებები გამომდინარეობს ფორსმაჟორული სიტუაციიდან და ყველამ გაგებითა და დაფიქრებული დინჯი მოქმედებებით ხელი შევუწყოთ კოლეჯის სტუდენტთა მიზნების მიღწევას.
პატივისცემით კოლეჯის ადმინისტრაცია