Geo Eng
Saturday, 31 October 2020
 

       პარტნიორები

       

  

 

 

 

 

 

 

 

 

 

                  

მთავარი

სიახლენი
09:39 / 03 ივლ. '20
სამხედრო-სავალდებულო სამსახურში სტუდენტთა გაწვევასთან დაკავშირებით
არაერთი წელია, რაც ვთანამშრომლობთ სახელმწიფო უწყებებთან პროფესიული სტუდენტებისათვის პროგრამაზე სწავლის პერიოდში სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადავადების საკითხზე. და ახლა 2020 წლის ივნისის ბოლოს საქართველოს მთავრობამ მიიღო ქვეყნისთვის და სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ამიერიდან სტუდენტები ერთი პროგრამის ფარგლებში გათავისუფლდებიან სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევისაგან.
ვეხმაურები მთავრობის მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას - პროფესიული სტუდენტებისათვის სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების თაობაზე, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პროფესიული განათლების პოპულარიზაციას და ხელმისაწვდომობის ზრდას.
კერძო კოლეჯების სახელით მადლობას ვუხდი კანონპროექტის ინიციატორს - საქართველოს განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტროსა და ამ პროცესში ჩართულ უამრავ გულშემატკივარს.
ეს არის პროფესიული განათლების სამი მთავარი მიღწევიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერძო პროფესიულ სასწავლებლებში საბიუჯეტო დაფინანსების ხელშეწყობასა და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის განვითარებაზე ორიენტირებული სისტემის დანერგვასთან ერთად.
იმედს გამოვთქვამ, რომ უახლოეს პერიოდში საკანონმდებლო ორგანო წარმატებით დაასრულებს უმნიშვნელოვანეს ინიციატივას.

 

» სხვა სიახლენი

 


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

 კოლეჯი facebook-ში

      

 

   განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

      

     საქართველოს საკანონმდებლო მაცნე

   

  

   

 

 

 

   

ძიება
საძიები ფრაზა:


ვებ-გვერდი
სიახლენი
წიგნები

© 2010-2011, College Georgia