2012 წლის 15-19 მარტს დაბა ბაკურიანში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით ჩატარდა სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლების საკითხებზე, კერძოდ არაფორმალური განათლების აღიარების წესის შესახებ სარეკომენდაციო დოკუმენტის განხილვისა და დახვეწის საკითხზე.
შეხვედრაზე მოწვეულ იქნა საქართველოს 40-ზე მეტი სახელმწიფო და კერძო პროფესიული სასწავლებლებისა და საზოგადოებრივი კოლეჯების წარმომადგენლები.
ამ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საზოგადოებრივმა კოლეჯმა "გეორგია"-მ, მისი დირექტორის გიორგი ბერაიას სახით.
სამუშაო ჯგუფებში არსებითად იქნა განხილული არაფორმალური განათლების აღიარების წესის შესახებ დოკუმენტი და გარკვეული შენიშვნების შეტანის შემდგომ გადაეცა განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის სპეციალისტებს საბოლოოდ დოკუმენტში შესაბამისი ცვლილებების დასამუშავებლად.
უნდა აღინიშნოს, რომ შეხვედრა მიმდინარეობდა საუკეთესო პირობებში და შეიქმნა დასვენებისათვის კომფორტული გარემო. შესაძლებლობა მოგვეცა გაგვეცნო სხვადასხვა სასწავლებლების წარმომადგენლებს ერთმანეთი და გაგვეზიარებინა ურთიერთ გამოცდილება პროფესიული სწავლების სფეროში.