Geo Eng
Monday, 21 October 2019
 

       პარტნიორები

       

  

 

 

 

 

 

 

 

 

                  

მთავარი

სიახლენი
14:17 / 23 ივლ. '12
შეხვედრა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში

შეხვედრა პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლებთან საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ინიციატივით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტისა და საზოგადოებრივი კოლეჯების წარმომადგენლები. შეხვედრაზე მხარეებმა პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს და ერთმანეთს აზრები გაუზიარეს. საზოგადოებრივი კოლეჯების წარმომადგენლებმა წარმოადგინეს თავიანთი წინადადებები პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ლიბერალური საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების თაობაზე. აქცენტები გაკეთდა პროფესიული საგანამანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობის მექანიზმებზე.

საზოგადოებრივი კოლეჯებიდან აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ:  საზოგადოებრივი კოლეჯი "გეორგია", საქართველოს ბიზნესის აკადემია (SBA), საზოგადოებრივი კოლეჯი "პანაცეა",  ხარისხის მართვის საზოგადოებრივი კოლეჯი და საზოგადოებრივი კოლეჯი "ორიენტირი"

 

» სხვა სიახლენი

 2016 წლის 28ივლისს კოლეჯმა მეორედ წარმატებით გაიარა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაცია


          

 კოლეჯი facebook-ში

      

 

   განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

      

     საქართველოს საკანონმდებლო მაცნე

   

  

   

 

 

 

   

ძიება
საძიები ფრაზა:


ვებ-გვერდი
სიახლენი
წიგნები

© 2010-2011, College Georgia