Geo Eng
Monday, 21 January 2019
 

       პარტნიორები

       

  

 

 

 

 

 

 

 

 

                  

მთავარი

სიახლენი
16:59 / 05 ნოე. '12
ეკონომიკის საერთაშორისო საგანმანათლებლო კონფერენცია

23-24 ოქტომბერს სასტუმროშერატონ მეტეხი პალასშიგერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამინისტრო Sequa GmbH პალატებისა და ასოციაციების პროგრამების მეშვეობით გაიმართაეკონომიკის საერთაშორისო საგანმანათლებლო კონფერენცია.

საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში მიმდინარე პროფესიული განათლების რეფორმები მნიშვნელოვან ადგილს იკავებს თანამშრომლობის პროექტში და დაგეგმილმა ღონისძიებამ მიზნად დაისახა ამ ქვეყნებში პროფესიული განათლების სისტემაში ბიზნეს გაერთიანებების ჩართულობის გაძლიერება.  დაგეგმილ კონფერენციაზე განიხილეს გერმანულ განათლების სისტემაში ბიზნესის ჩართულობის ასპექტები და გაზიარებულ იქნა ქვეყნებს შორის არსებული გამოცდილება. 

«საქართველოს დამსაქმებელთა (მეწარმეთა) ასოციაციამ» პროფესიული განათლების სისტემის შემდგომი განვითარების მიზნით ბიზნესკომპანიებთან და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად შეიმუშავა საკუთარი ხედვა (კონცეფცია), სადაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ამ სფეროში კვალიფიციური კადრების მოთხოვნა-მიწოდების ბალანსის გაუმჯობესების მექანიზმებს.

კონფერენციაზე მოხდა აღნიშნული ხედვის წარდგენა საზოგადოების და ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის ერთობლივი პრინციპული მიდგომებისა და სამოქმედო გეგმების განსასაზღვრად. 

ღონისძიებაზე მოწვეულ იყვნენ ზემოთხსენებული ქვეყნების მეწარმეთა გაერთიანებები, განათლების სამინისტროს წარმომადგენლები, ქართული ბიზნესკომპანიები, ექსპერტები და აგრეთვე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, მათ შორის საზოგადოებრივ კოლეჯ “გეორგია-ს ხელმძღვანელი გიორგი ბერაია, რომელმაც აქტიური მუშაობა გასწია კონფერენციის სამუშაო ჯგუფთან ერთად.

» სხვა სიახლენი

 2016 წლის 28ივლისს კოლეჯმა მეორედ წარმატებით გაიარა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაცია


          

 კოლეჯი facebook-ში

      

 

   განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

      

     საქართველოს საკანონმდებლო მაცნე

   

  

   

 

 

 

   

ძიება
საძიები ფრაზა:


ვებ-გვერდი
სიახლენი
წიგნები

© 2010-2011, College Georgia