Geo Eng
Sunday, 20 January 2019
 

       პარტნიორები

       

  

 

 

 

 

 

 

 

 

                  

მთავარი

სიახლენი
09:34 / 06 თებ. '13
საქართველოს კერძო კოლეჯების ასიციაციის დაფუძნების პრეზენტაცია

 2013 წლის 30 იანვარს  ერთწლიანი წინასწარი თავდაუზოგავი მუშაობის შედეგად  საზოგადოებრივმა კოლეჯმა "გეორგია"-მ  სხვა 6 კერძო კოლეჯთან ერთად ჩრდილოეთ გერმანიის  მეწარმეთა კავშირის, ჰამბურგის კერძო კოლეჯების ასოციაციის,  საქართველოს  დამსაქმებელთა (მეწარმეთა) ასოციაციის ხელშეწყობით დააფუძნა  საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაცია, რომლის პრეზენტაცია გაიმართა  "შერატონ მეტეხი პალასში".

   პრეზენტაციამ  გამოიწვია დიდი ყურადღება  საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის მხრიდან და პრეზენტაციას ესწრებოდნენ კომიტეტის წარმომადგენლები. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან მინისტრის მოადგილე ქ-ნი ქეთევან ნატრიაშვილი და პროფესიული განათლების განვითარების სამმართველოს წარმომადგენლები.

   პრეზენტაციის მიმართ ასევე  დიდი ყურადღება გამოიჩინეს და ესწრებოდნენ, პირველ რიგში ასოციაციის პარტნიორები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის, ევროკავშირის პროფესიულ განათლების პროექტზე მომუშავე ექსპერტები, გერმანიის, ამერიკის, ჰოლანდიის  საელჩოების განათლების ატაშეები. დაბოლოს საქართველოს 20-მდე  კერძო კოლეჯების წარმომადგენლები.

   ასოციაცია მიზნად ისახავს პროფესიული განათლების როლისა და  მნიშვნელობის პოპულარიზაციას,  მისი განვითარების ხელშემწყობი პროექტების რეალიზაციას საზოგადოების  დასაქმებისათვის.

  ასოციაციის წევრებს დიდი იმედი აქვთ, რომ  პარტნიორებთან, სახელმწიფო სტრუქტურებთან, მეწარმეებთან  თანამშრომლობით, რეალურად მომზადდება  თანამედროვე ბაზრისთვის შესაფერისი  პროფესიული კადრები.

 

» სხვა სიახლენი

 2016 წლის 28ივლისს კოლეჯმა მეორედ წარმატებით გაიარა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაცია


          

 კოლეჯი facebook-ში

      

 

   განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

      

     საქართველოს საკანონმდებლო მაცნე

   

  

   

 

 

 

   

ძიება
საძიები ფრაზა:


ვებ-გვერდი
სიახლენი
წიგნები

© 2010-2011, College Georgia