Geo Eng
Monday, 19 August 2019
 

       პარტნიორები

       

  

 

 

 

 

 

 

 

 

                  

მთავარი

სიახლენი
16:25 / 27 თებ. '13
საქართველოს კერძო კოლეჯების ფორუმი

   მიმდინარე წლის 26 თებერვალს, საქართველოს ბიზნესის აკადემიამ უმასპინძლა „კერძო კოლეჯების ფორუმს“, რომელიც ორგანიზებული იყო „საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის (სკკა)“ მიერ.
ფორუმის მთავარი მიზანი იყო სკკას მიერ დასრულებული პირველი პროექტის „კოლეჯის მიერ“ შეჯამება და ანალიზი. ღონისძიებაზე განმარტებულ იქნა „საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის“ მიზნები, ამოცანები და გაწევრიანების პროცედურები. ამასთან, მონაწილე თითოეულმა კოლეჯმა გაუზიარა ერთმანეთს თავიანთი ხედვები პროფესიული განათლების შესახებ. ერთობლივი ჩართულობით მოხდა პრობლემების გადაჭრის გზების მოძიება და სტრატეგიული განვითარების ეფექტური მეთოდების დასახვა. სკკასა და ჰამბურგის უწყვეტი განათლების ასოციაციის პარტნიორობის ასპექტებზე ისაუბრა, ჰამბურგის უწყვეტი განათლების ასოციაციის პრეზიდენტმა, ბატონმა იენს გერტნერმა.
   ფორუმის მონაწილეებს მოხსენებით მიმართეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ქალბატონმა ქეთევან ნატრიაშვილმა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ქალბატონმა ელენე ჯიბლაძემ, საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ქალბატონმა ინგა კიკვაძემ, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა მიხეილ კორძახიამ, ჰამბურგის უწყვეტი განათლების ასოციაციის პრეზიდენტმა იენს გერტნერმა, პროფესიული განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელმა თამარ სამხარაძემ, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის პრეზიდენტმა კახაბერ ერაძემ, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა მაია ჩიხლაძემ, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის მრჩეველთა საბჭოს წევრმა ეკა ლუაშვილმა.
   ფორუმზე დადებითად შეფასდა ასოციაციის შექმნის ფაქტი, სამინისტროების წარმომადგენლებმა გამოხატეს ასოციაციასთან თანამშრომლობის სურვილი.
   ღონისძიებაზე ქალბატონმა ქეთევან ნატრიაშვილმა, ელენე ჯიბლაძემ და ინგა კიკვაძემ კითხვა-პასუხის რეჟიმში დიდი დრო დაუთმეს თითოეული კოლეჯის პრობლემების განხილვას და ანალიზს.
   ფორუმს 60-ზე მეტი კერძო კოლეჯი, ასევე უცხოური ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

» სხვა სიახლენი

 2016 წლის 28ივლისს კოლეჯმა მეორედ წარმატებით გაიარა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაცია


          

 კოლეჯი facebook-ში

      

 

   განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

      

     საქართველოს საკანონმდებლო მაცნე

   

  

   

 

 

 

   

ძიება
საძიები ფრაზა:


ვებ-გვერდი
სიახლენი
წიგნები

© 2010-2011, College Georgia