Geo Eng
Monday, 21 October 2019
 

       პარტნიორები

       

  

 

 

 

 

 

 

 

 

                  

მთავარი

სიახლენი
14:04 / 25 მარ. '13
შეხვედრა კერძო კოლეჯების ხელმძღვანელებთან

2012 წლის 23 მარტს  საზოგადოებრივ კოლეჯ "გეორგია"-ში "საქართველოს კერძო კოლეჯების" ასოციაციის ინიციატივით შედგა  თათბირი კერძო კოლეჯების ხელმძღვანელებთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან.
  შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო  ორმოცამდე  კოლეჯის წარმომადგენელმა.
  შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა პროფესიულ განათლებაში მიმდინარე რეფორმის ანალიზი, კერძოდ ევროკავშირის პროექტის ფარგლებში პროფესიული განათლების განვითარების 2013-2020 წლების  სტრატეგიულ დოკუმენტში ასახული პროფესიული განათლების უწყვეტობისა და  აკადემიურ განათლებაში კრედიტების გადატანის  შესაძლებლობების, საგანამანათლებლო პროცესში მოდულარული პროგრამების სტანდარტიზაციის საკითხები.
   აგრეთვე  დღის მეორე ნახევარი დაეთმო განათლების სამინისტროს  წარმომადგენლის ბ-ნ  დ. მოლაშვილის  ტრეინინგს კოლეჯების მიერ ერთიანი კომპიუტერული ბაზის შექმნის საკითხებს.
   შეხვედრამ ჩაიარა   საქმიან ატმოსფეროში. კოლეჯების დიდმა უმრავლესობამ გამოთქვა სურვილი  ასოციაციაში გაწევრიანების და აქტიური თანამშრომლობის, რაც პროფესიული განათლების მნიშვნელობისა და განვითარებისათვის დიდი იმედის მომცემია.

» სხვა სიახლენი

 2016 წლის 28ივლისს კოლეჯმა მეორედ წარმატებით გაიარა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაცია


          

 კოლეჯი facebook-ში

      

 

   განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

      

     საქართველოს საკანონმდებლო მაცნე

   

  

   

 

 

 

   

ძიება
საძიები ფრაზა:


ვებ-გვერდი
სიახლენი
წიგნები

© 2010-2011, College Georgia