Geo Eng
Monday, 19 August 2019
 

       პარტნიორები

       

  

 

 

 

 

 

 

 

 

                  

მთავარი

სიახლენი
10:09 / 14 აგვ. '13
კერძო კოლეჯების შეხვედრა ბიზნესის წარმომადგენლებთან

13 აგვისტოს თი-ბი-სი ბანკის სათაო ოფისში გაიმართა კერძო კოლეჯების ასოციაციის, დამსაქმებელთა ასოციაციისა და საქართველოს ბანკების ასოციაციის ერთობლივი სამუშაო შეხვედრა ბიზნესის წარმომადგენლებთან. შეხდევრას 50-ზე მეტი მსხვილი, საშუალო და მცირე ბიზნესის წარმომადგენელი დაესწრო. შეხვერდრას ესწრებოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამარ ქიტიაშვილი საქართველოს ბიზნეს-ომბუდსმენის ოფისის წარმომადგენელი ბექა დოჭვირი. დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა მიშა კორძახიამ გააკეთა პრეზენტაცია კერძო სექტორის განათლების სისტემაში ჩართულობის შესახებ, ხოლო კერძო კოლეჯების ასოციაციის პრეზიდენტმა კახაბერ ერაძემ ისაუბრა კვალიფიკაციებისა და კომპეტენციების შესახებ. პრეზენტაციებს მოჰყვა აქტიური დისკუსია, სადაც გამოიკვეთა კერძო სექტორის საჭიროებები და მოლოდინები საგანმანათლებლო დაწესებულებების მხრიდან. საუბარი შეეხო პროფესიული განათლების პრობლემატიკასაც. სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა შეავსეს კითხვარები ადამიანური რესურსის მიმართ მათი მხრიდან წაყენებული საბაზო კომპეტენციების თაობაზე. ასოციაცია ინფორმაციას გადაამუშავებს და უმოკლეს ვადებში კიდევ ერთხელ დაუბრუნდება ბიზნესის წარმომადგენლებს მათი საჭიროებების დაზუსტების მიზნით, რის შემდეგაც სასწავლებლები დაიწყებენ სასწავლო პროცესის მოდერნიზაციას აღნიშნულ საჭიროებათა გათვალისწინებით.

» სხვა სიახლენი

 2016 წლის 28ივლისს კოლეჯმა მეორედ წარმატებით გაიარა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაცია


          

 კოლეჯი facebook-ში

      

 

   განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

      

     საქართველოს საკანონმდებლო მაცნე

   

  

   

 

 

 

   

ძიება
საძიები ფრაზა:


ვებ-გვერდი
სიახლენი
წიგნები

© 2010-2011, College Georgia