სწავლის საფასურის ოდენობისა და გადახდის პირობების შესახებ
1. სწავლის საფასურის ოდენობა
1. სწავლის საფასურის ოდენობა თითოეული საგანმანათლებლო პროგრამისათვის განისაზღვრება დირექტორის ბრძანებით;
2. სწავლის საფასური უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის შესაძლებელია იყოს განსხვავებული;
3. სწავლის საფასური მოცემული საფეხურის ფარგლებში არ იცვლება;
4. სწავლის საფასური არ მოიცავს სასწავლო მასალების, სხვა სერვისების, დიპლომისა და სხვა დოკუმენტების მომზადების და გაცემის საფასურს.
2. შეღავათები სწავლის საფასურში
სწავლის საფასურში შეღავათები 10%-ის ოდენობით ეძლევათ:
ა) ერთი ოჯახიდან სასწავლებელში ჩარიცხულ წევრებს;
შენიშვნა: ოჯახის წევრი განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით და დასტურდება იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტით.
ბ) სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახის წევრი;
შენიშვნა: სტატუსი უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტით. ამ შეღავათის სარგებლობის მიზნებისათვის რეიტინგული ქულა არ უნდა აღემატებოდეს 70 000.
გ) ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს;
სწავლის საფასურში შეღავათები 20%-ის ოდენობით ეძლევათ:
დ) ობლებს;
ე) თანამშრომელთა ოჯახის წევრებს.
3. სწავლის საფასურის გადახდა
1. სწავლის საფასურის გადახდა ხდება სტუდენტთან ან მშობელთან გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით;
2. სწავლის საფასურის რამოდენიმე ნაწილად გადახდის შემთხვევაში გადახდის ვადები განისაზღვრება კონტრაქტის დანართით;
3. სწავლის საფასურის გადავადების შემთხვევაში საფასურის სრულად დაფარვის ვადად განისაზღვრება მოცემული საფეხურის დასკვნით გამოცდამდე;
4. სტუდენტის ან განმცხადებლის მიერ სწავლის გაგრძელებაზე უარის შემთხვევაში სწავლის თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება;
5. სტუდენტზე სწავლის თანხის დარიცხვა გრძელდება სტატუსის შეჩერებამდე ან სტატუსის შეწყვეტამდე. სტუდენტი, რომელიც ადრე წყვეტს სწავლას, ვალდებულია განცხადებით მიმართოს ადმინისტრაციას, რაც სტუდენტზე სწავლის საფასურის დარიცხვის შეწყვეტის საფუძველია.
6. სწავლის საფასურის გადახდა უნდა მოხდეს უნაღდო ანგარიშსწორებით ან კოლეჯის საბანკო ანგარიშზე თანხის შეტანით;
7. სწავლის საფასურის გადახდის პირობების დარღვევა წარმოადგენს სტუდენტის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის ან სტატუსის შეჩერების საფუძველს.