2014 წლის 30 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ინიციატივით ჩატარდა ასოციაციის წევრ კერძო კოლეჯების ტრეინინგი, რომელიც მიეძღვნა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტებს.
ტრეინინგი დაიგეგმა ყველანაირი სტატუსის მქონე პროფესიული სასწავლებლებისათვის. განსაკუთრებით კი იმ სასწავლებლებისათვის, რომელთაც 2014/15 სასწავლო წლის დაწყებამდე მისაღები აქვთ ავტორიზაციები.
თბილ , სასიამოვნო და საქმიან გარემოში, რომელიც შექმნა სამედიცინო კოლეჯმა "ფანასკერტელი", ოთხი დღის განმავლობაში თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონების-ზუგდიდის, ქუთაისის, ბათუმის 20-ზე მეტმა სასწავლებელმა მოიყარა თავი.
ტრეინიგის მსვლელობისას დეტალურად იქნა განხილული და გაანალიზებული ავტორიზაციის დებულებით განსაზღვრული თიოთოეული კრიტერიუმი, დაწყებული დაწესებულების მისიიდან, დამთავრებული სილაბუსებით.
სხვადასხვა საკითხზე პრეზენტაციები წარმოადგინეს ასოციაციის წევრი კოლეჯების წარმომადგენლებმა-გიორგი ბერაიამ (მატერიალური რესურსები), მანანა მახარაშვილმა (ადამიანური რესურსები და საქმისწარმოება) და კახაბერ ერაძემ (დაწესებულების მისია, მიზნები, ამოცანები და საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება).
გაკეთდა ბევრი სავარჯიშო, დაისვა უამრავი კითხვა, რაზეც გაიცა დასაბუთებული და არგუმენტირებული პასუხები. შედეგად კი მივიღეთ ის, რომ კიდევ უფრო მეტად გაიზარდა ხედვა პროფესიული სწავლების მექნიზმებისა და ამ მექანზმის შესრულების ინსტრუმენტების შესახებ.
მონაწილეებმა აღნიშნეს ტრეინინგის მნიშვნელობა, აუცილებლობა და ისურვეს ახლო მომავალში მსგავსი სწავლებების მოწყობა პროფესიული მასწავლებლებისათვის.